18.იანვარი .2022 17:44

„ნამახვანჰესის“ ინვესტორმა კომპანიამ თბილისსა და ქუთაისში ოფისები დახურა

„ნამახვანჰესის“ ინვესტორმა კომპანიამ თბილისსა და ქუთაისში ოფისები დახურა
views 4325
უკან

$800 მილიონიანი „ნამახვანჰესის“ პროექტის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ თბილისსა და ქუთაისში ოფისები დახურა. Bm.ge-ის ინფორმაციით, კომპანიიდან თანამშრომლების დიდი ნაწილი უკვე წავიდა.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ის ნაწილობრივ დაუდასტურა ENKA-ს უკვე ყოფილმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემაც.
როგორც გავარკვიეთ, თავად მერაბ ლომინაძემ კომპანია ორი თვის წინ დატოვა.

„რამდენადაც ვიცი ოფისები დაიხურა... დემობილიზაცია მიმდინარეობს... რამდენადაც ვიცი, დიდი ნაწილი თანამშრომლების წასულია, სხვების ნაცვლად ვერ ვისაუბრებ“, - უთხრა ლომინაძემ bm.ge-ს.

როგორც ცნობილია, კომპანია ENKA-მ გასული წლის სექტემბერში საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება.

ENKA-ს მეტი მოქნილობა რომ გამოეჩინა, შეიძლებოდა, დღეს სხვა სურათი ყოფილიყო - ნათია თურნავა

ENKA-სთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს ხედვას თვის ბოლოს გაგაცნობთ - რომეო მიქაუტაძე

მემკვიდრეობით დამხვდა ENKA-სთან 100-წლიანი კონტრაქტი... პროექტი ასე არ გაგრძელდება - ირაკლი ღარიბაშვილი


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა