16.აპრილი .2021 19:00

„ნამახვანჰესის“ კვლევების გადახედვის პროცესი 1 ივნისამდე უნდა დასრულდეს - ნათია თურნავა

„ნამახვანჰესის“ კვლევების გადახედვის პროცესი 1 ივნისამდე უნდა დასრულდეს - ნათია თურნავა
views 539
უკან

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესის“ საკითხით დაინტერესებულ პირებს და სპეციალისტებს დღეს „შერატონ გრანდ თბილის მეტეხი პალასში“ შეხვდნენ. 

ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სპეციალისტების მიერ პროექტთან დაკავშირებული კვლევების შესწავლა და განხილვა 1 ივნისისთვის უნდა დასრულდეს.

"იმისთვის, რომ უფრო კარგად იყოს ორგანიზებული კვლევების გადახედვის, ვალიდაციისა და დადასტურების პროცესი, ამ ყველაფრისთვის დაახლოებით თვე-ნახევარს ავიღებთ. ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი 1 ივნისამდე უნდა დავასრულოთ და მივიღოთ ყველა დაინტერესებული პირისგან გამოხმაურება, რეკომენდაციები, რასაც გადავხედავთ და ავსახავთ პროექტში.

ამისთვის ვაპირებთ შევქმნათ ექსპერტთა საბჭო, სადაც ნებისმიერ დაინტერსებულ სტრუქტურას მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა იქნება. ამ საბჭოს ძირითადი ფუნქცია იქნება ამ კვლევების გადახედვის, ვალიდაციისა და შემუშავების პროცესის კოორდინაცია“, - აღნიშნა თურნავამ.