მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

60aba1c759c22
ინგა მურუსიძე
24.05.21 16:50
737
“რიონის ხეობის მცველებმა“ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით მიდიან, თუმცა მანამდე მოთხოვნები სწორედ იუსტიციის სახლთან გააჟღერეს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა განთავსებული.

აქციის მონაწილეები მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მათ ვარლამ გოლეთიანს და აქციის სხვა მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი "შესაბამისი ზომების მიღებას" დაპირდნენ.

შეგახსენებთ: პარლამენტის თავჯდომარე კახა კუჭავამ „რიონის ხეობის მცველებს“ მიმართა და პარლამენტში, მოსალაპარაკებლად მისვლისკენ მოუწოდა.