მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

60b208e7c95ad
თელარა გელანტია
29.05.21 13:24
1028
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის და იურიდიული დასკვნის მომზადების მიზნით, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

შესაბამისი განცხადება უწყების ვებგვერდზე 27 მაისს მაისს გამოქვენდა.

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებს. წინადადებების მიღების ბოლო ვადა 10 ივნისია.

შეგახსენებთ: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნამახვანჰესის“ პროექტის ინვესტორ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს 27 აპრილს დაავალა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ იუსტიციის სამინისტრო იქირავებდა საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას შეისწავლის.

ცნობისთვის“ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია რიონის ხეობაში გრძელდება. მათი უმთავრესი მოთხოვნა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და კომპანია „ენკასთან“ ხელშეკრულების გაწყვეტაა.