მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნამახვანჰესის ტერიტორიაზე აღმართული ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადავაბრძანეთ - წყალტუბოს მერია

60165bc45b890
თელარა გელანტია
31.01.21 11:26
2839
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, ნამახვანჰესის წინამოსამზადებელ სამშენებლო ტერიტორიაზე უკანონოდ აღმართული ჯვარი, ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს. ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საქმე იმაშია, რომ დაახლოებით, სამი თვის წინ რიონის ხეობის მაცხოვრებელთა ნაწილმა ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობა ადგილზე კარვის გაშლით და ჯვრის აღმართვით გააპროტესტა. შედეგად, პროექტის განმახორციელებელი ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ი იძულებული გახდა, სამუშაოები შეეჩერებინა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ნამახვანჰესის მშენებლობა, რომელსაც სახელმწიფოს შესაბამისი ნებართვების საფუძველზე ახორციელებს კერძო კომპანია „ენკა“.

ბოლო პერიოდის მანძილზე, მშენებლობის პროცესს თან ახლდა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ცდილობენ.

გუშინ, 30 იანვარს კომპანიამ მოგვმართა თხოვნით, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, უსაფუძვლო ქსენოფობიური და ეთნიკური სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, მუნიციპალიტეტს მოეხდინა მათ კერძო ტერიტორიაზე, სამშენებლო მოედანზე უკანონოდ აღმართული ჯვრის გადატანა.

მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა შექმნილი ვითარება და 30 იანვარს საღამოს, ეპარქიის მღვდელმთავართან შეთანხმებით, მოხდა ჯვრის გადაბრძანება ქალაქ ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძარში.

წყალტუბოს მუნიციალიტეტი ყველას მოუწოდებს, დაიცვან პროტესტის მშვიდობიანი ფორმები და აქციის მონაწილეები არ გაცდნენ კანონით განსაზღვრულ ფარგლებს“, - ნათქვამი მერიის განცხადებაში.

ამ წუთებში რიონის ხეობაში მოქალაქეების გარკვეული ჯგუფია მობილიზებული. ისინი კომენდანტის საათის დროს ტერიტორიაზე აღმართული ჯვრის ბაგრატის ტაძარში გადაბრძანებას აპროტესტებენ.

„ჯვარი, რომელიც ნაკურთხი იყო, კომენდანტის საათის დროს მოგლიჯეს და წაიღეს. რატომ მაინც და მაინც კომენდანტის საათის დროს?! რატომ გააკეთეს ეს მაშინ, როცა ჩვენ აქ არ ვიყავით?! თუ ყველაფერი ლეგიტიმური იყო, რატომ აიღეს ჯვარი მაშინ, როცა აქ ფიზიკურად არ შეგვეძლო მოსვლა“, - აცხადებს მოქალაქე ვარლამ გოლეთიანი.

ცნობისთვის: ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია. ამჟამად პროექტის ფარგლებში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ENKA სტამბოლის ბირჟაზე კვოტირებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა: მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $5 მილიარდ დოლარს შეადგენს, 2019 წელს კი ბრუნვა $1.9 მილიარდი დოლარი იყო.

ENKA-ს ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პორტფელში ევროპაში, აზიაში, ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში განხორციელებული მსხვილი პროექტები შედის. მათ შორისაა 790-მეგავატიანი თბოსადგური ნიდერლანდებში, 4000 მგვტ ჯამური დადგუმილი სიმძლავრის მქონე სამი ელექტროსადგური თურქეთში, რომლებსაც თავად ENKA ფლობს და ოპერირებს, ასევე სხვა რიგი ენერგოობიექტები თურქეთში, რუსეთში, ერაყსა და ლიბიაში. ამ პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე 21,000 მეგავატს აღემატება.

"ნამახვანი ჰესი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ყოველთვის იყო მხარდაჭერილი სახელმწიფოს მხრიდან" - ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა 

"ნამახვანჰესი ერთ-ერთი საკვანძო პროექტია, რომელიც იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში დაგვეხმარება" - ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი

ნამახვანის ჰესების კასკადის განმახორციელებელი კომპანია ENKA-ს საგანგებო განცხადება