02.მარტი .2021 14:46

ნამახვანჰესთან დაკავშირებით მეტი კომუნიკაცია გვმართებს - ირაკლი ზარქუა

ნამახვანჰესთან დაკავშირებით მეტი კომუნიკაცია გვმართებს - ირაკლი ზარქუა
views 1637
უკან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, ნამახვანჰესთან დაკავშირებით ადგილობრივებთან მეტი კომუნიკაცია გამართონ. დეპუტატმა ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სესიაზე გააკეთა. მისი თქმით, ინფორმაციის ნაკლებობა სერიოზული პრობლემაა და აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

„2010-დან 2020 წლის ჩათვლით 8-ჯერ გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება, რადგან იზრდება ეკონომიკა, იზრდება მოხმარება და, ბუნებრივია, ეს საჭიროებს ელექტროენერგიის დამატებით წყაროს. 2019 წელს ჩვენ მილიარდ 600 მლნ კილოვატზე მეტი ენერგიის იმპორტი განვახორციელეთ და ეს იზრდება; ისევე, როგორც 2012 წლის 25 მილიარდიანი ეკონომიკა დღეს უკვე 50 მილიარდი ლარი გავხადეთ.

ნამახვანჰესი, რომელიც გარდა იმისა, რომ 800 მილიონიან ინვესტიციას გულისხმობს, 30 მლნ უკვე დაურიგეს მოსახლეობას, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვისაც. ალბათ, მეტი კომუნიკაცია გვმართებს არა მხოლოდ ადგილობრივებთან... 1500-მდე ადგილობრივი დასაქმდება მუდმივად“, - განაცხადა ზარქუამ.

დეპუტატი ირწმუნება, რომ გარემოს დაცვითი საკითხები სრულად არის გათვალისწინებული და ჰესის შენებლობის ნებართვაც ასე გაიცა.

„იქ უნდა აშენდეს ჰესი. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ალბათ მეტი კომუნიკაცია გვმართებს. მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, დავიწყოთ კომუნიკაცია, ჩვენც ჩავერთვებით, მზად ვართ, რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას. როგორც ჩანს, ეს პრობლემა გვაქვს და უნდა მოვაგვაროთ“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ინფორმაციისთვის: 28 თებერვალს ქუთაისში, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები ნამახვანიჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. პროტესტს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების ნაწილი შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკვე 4 თვეზე მეტია, ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს მართავს და ღამეებს კარვებში ათევენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა