მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნანა ექვთიმიშვილი და ნესტან-ნენე კვინიკაძე - გრძელი ნათელი დღეები აქ.ახლა

5f06fe2d6a9b0
BM.GE
09.07.20 15:21
1462
თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება.

9 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს რეჟისორის და მწერლის - ნანა ექვთიმიშვილის სესიას თიბისის Facebook გვერდის ( https://www.facebook.com/tbcbank/ ) დახმარებით.

ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, მისი მოდერატორი მწერალი ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.

სესიის - „გრძელი ნათელი დღეები - აქ.ახლა“ ფარგლებში, ნანა ექვთიმიშვილი ისაუბრებს შემოქმედებით პროცესზე, რომელსაც ის იდეის დაბადებიდან ფილმის გადაღებამდე გადის; რა ადგილი აქვს ქართულ კინოს მსოფლიო რუკაზე და რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში საერთაშორისო გამოცდილებასთან წვდომა. ასევე გიამბობთ სამომავლო გეგმებზე, რომელიც ახალ წიგნსა და ფილმს უკავშირდება.