მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნანგრევებში ვიპოვეთ მეცხრე ადამიანის ცხედარი - ვახტანგ გომელაური

61619c498a224
BM.GE
09.10.21 17:38
753
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე არსებულ ნანგრევებში მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს. გომელაურის თქმით, ამჟამად ნანგრევებში, სავარაუდოდ, აღარავინ იმყოფება და ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები შეჩერდება.

„მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. მძიმე სიტუაციაა. 9 ადამიანია გარდაცვლილი. უძიმესი დღე იყო გუშინაც და დღესაც. 5 წუთის წინ ვიპოვეთ მე-9 გარდაცვლილი. ჩვენი ვარაუდით, არც ერთი დაკარგული აღარაა და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება“,- განაცხადა გომელაურმა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მოხმდართან დაკავშირებით 11 ოქტომბერი ქვეყანაში გლოვის დღედ ცხადდება.

შსს-ს მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან, ირკვევა, რომ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულია 3 პირი, რომელთაც სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევა ედებათ ბრალად. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა.