მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაქერალას უღელტეხილზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია

623ea604313a2
BM.GE
26.03.22 09:53
773
ნაქერალას უღელტეხილზე, კერძოდ, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტი ასევე მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.