საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 1.1 მილიონი ტონა მყარი ნარჩენი წარმოიქმნება. აქედან 12-16% პლასტიკია. ეს ტენდენცია მზარდია, შესაბამისად, მთავრობამ დაიწყო მუშაობა ქვეყანაში პლასტიკის ნარჩენის შემცრებაზე და ეროვნული სტრატეგიაც წარადგინა, რომელიც კონკრეტულ სამიზნე მაჩვენებლებს განსაზღვრავს - რომელ წელს რამდენი პროცენტით უნდა იყოს შემცირებული პლასტიკის მოხმარება, როგორ უნდა გაიზარდოს მისი შეგროვება და გადამუშავება და ა.შ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი “საქმის კურსთან” აცხადებს, რომ ქვეყანა ეტაპობრივად ცირკულარულ ეკონომიკურ მოდელზე უნდა გადავიდეს, რაც გულისხმობს გადამუშავებული ნარჩენების მეორადად გამოყენებას და მის ჩართვას კვლავ ეკონომიკურ წრეში.
ცირკულარული ეკონომიკის ამუშავების და პლასტიკის ნარჩენების შეცირების პოლიტიკის ნაწილია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებაც - რომელიც ბიზნესის ნაწილს ავალდებულებს, რომ თავად იზრუნონ იმ ნარჩენზე, რომელსაც წარმოქმნიან - მაგალითად შეაგროვონ პლასტიკის ბოთლები და გადაამუშაონ. სპეციალური აპარატები გამოყენებულ ბოთლებს კონკრეტული საფასურის სანაცვლოდ ჩაიბარებენ - ეს დეპოზიტური სისტემაა და ამ აპარატების დამონტაჟება მწარმოებლებს მოუწევთ.
“ჩვენი კომპანიის მიდგომაა, რომ მწარმოებლის გაფართოებუილ ვალდებულება საქართველოში ამოქმედდეს ევოლუციურად, რაც ნიშნავს, რომ შემოვიღოთ ჯერ სეპარირებული შეგროვების პრინციპი და შედეგ გადავიდეთ დეპოზიტურ სისტემაზე, რომელიც არის ეფექტური, თუმცა ძვირადღირებული...თუ დადგენილება ამ რედაქციით ამოქმედდება, ინდუსტრია შეიძლება გაჩერდეს. ვსაუბრობთ რამდენიმე მილიონი ლარის ერთჯერად ინვესტიციაზე, რომელიც ინდუსტრიას არ გააჩნია”,- აცხადებს “ნატახტარის” კორპორატიული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
ნარჩენების განცალკევებულად შეგროვება-გადამუშავების სისტემამ რომ იმუშაოს, თამაშის წესები კანონქვემდებარე აქტით უნდა დადგინდეს. შესაფუთ ნარჩენებთან დაკავშირებით ეს დოკუმენტი მიღებული კვლავ არ არის, არადა მისი რაოდენობა ყველაზე დიდია. დადგენილება ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით ერთხელ უკვე მომზადდა, თუმცა, თბილისის მუნიციპალიტეტმა მისი შეცვლა მოითხოვა, ეს პირობები კი ბიზნესისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
“მუნიციპალიტეტის მხრიდან დადგენილებაში შეტანილია ისეთი ცვლილებები, რომლებიც საერთოდ შინაარსისგან ცლის დებულებას, რასაც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ჰქვია, მაგალითად ჩვენ(ბიზნესს) არ შეგვეძლება, გამოვაცხადოთ ტენდერი ნარჩენების შეგროვებაზე და აუცილებლად უნდა დავუდოთ ხელშეკრულება მუნიციპალიტეტს”,- აცხადებს ააიპ "ჯორჯია ფლასის” თავმჯდომარე გივი კალანდაძე.
სხვა პრობლემებზე აკეთებს აქცენტს “ნატახტარის” კორპორატიული დირექტორი:
“მუნიციპალიტეტებთან უნდა ვითანამშრომლოთ, მაგრამ მათი მხრიდან იმპერატიულად არ უნდა იყოს მოთხოვნილი, რომ ის ნარჩენი, რომელიც წარმოიქმნება და რომელსაც აქვს გარკვეული ტიპის ღირებულება, გადავიდეს მუნიციპალურ საკუთრებაში და არ დარჩეს ბიზნესის საკუთრებაში. ამით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპს დავარღვევეთ”,- აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
სწორედ მხარეებს შორის შეუთანხმებლობის გამო რეფორმის ამოქმედება გვიანდება. მოლაპარაკებებში ბიზნესთან და მუნიციპალიტეტებთან ერთად ჩართულია გარემოს დაცვის სამინისტროც, რომელსაც უშუალოდ ევალება პოლიტიკის შემუშვება.
“ჩვენ ვართ ბიზნესის მხარეს, თუმცა ამ პროცესში ქვეყნის ძირითადი ინსტიტუციური მოწყობა, რათქმაუნდა, არ უნდა დაზიანდეს. მუნიციპალიტეტების ჩართულობა ამ პროცესში გვინდა, თუმცა ის, რომ ბიზნესი ვაიძულოთ და დირექტიულად ვუთხრათ, რომ მაინცდამაინც მუნიციპალიტეტთან უნდა დაიჭიროს საქმე, იმ შემთხვევაშიც თუ არ აწყობს, ამას ჩვენ არ გავაკეთებთ”,- აცხადებს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ისეთ ნარჩენებზე, როგორებიცაა მეორადი საბურავები, ელექტრონული ნარჩენები, ზეთები მიმდინარე წელს უნდა ამოქმედებულიყო და მომდევნო წლის ივლისამდე გადავადდა. სამინისტროში ამბობენ, რომ რეგულაცია 2022 წლის ივლისიდან ძალაში აუცილებლად შევა, შესაფუთ ნარჩენებზე კი ვადების გადაწევა, დიდი ალბათობით, ისევ მოუწევთ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი