მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნარჩენების მართვის რეფორმა ფერხდება- “საბურავები გროვდება, მაგრამ ვერ მუშავდება”

6481e3176a2ec
ანუკა ჯოხაძე
08.06.23 21:00
1414
ნარჩენების მართვის რეფორმა ფერხდება- მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში შექმნილი ორგანიზაციები საბურავების გადამუშავებას შესაბამისი ქარხნების სიმცირის გამო ვერ ახერხებენ.

Რროგორც BM.GE-თან ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ამბობს, გეგმის მიხედვით, მათ დღის განმავლობაში 15-20 ტონა მეორეული საბურავის ამოღების გეგმა აქვთ, რაც სრულდება, მაგრამ შესაბამისი სიმძლავრეების ნაკლებობის გამო შეგროვებული ნარჩენი ვერ მუშავდება.

“დღეს უკვე პრობლემა შეგვექმნა, თუ სად წავიღოთ გადასამუშავებლად მეორადი საბურავები. ფაქტობრივად იმის გამო, რომ საქართველოში ძალიან მწირია გადამამუშავებელი საწარმოების რაოდენობა და არამარტო მწირია, არამედ თვითონ მათი ყოველდღიური წარმადობა იმდენად მცირეა, რომ ისინი ვერ ასწრებენ მიწოდებული საბურავების გადამუშავებას.

გეგმის მიხედვით, ჩვენი ორგანიზაციის ლოჯისტიკური სამსახური 10-15 ტონა საბურავი უნდა ამოვიღოთ მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება ჩვენი წევრის თუ არა წევრის მეორადი საბურავი. ბოლო დღეებია ვხედავთ, რომ ადგილი, სადაც ჩვენ უნდა მივიტანოთ მეორეული საბურავები გადასამუშავებლად ასეთი ადგილები საქართველოში აღარ არის. ჩვენ იძულებული ვართ მეორეული საბურავი გადავიტანოთ ჩვენი დაგროვების ადგილებში და იქ მოვახდინოთ დაგროვება. ეს ნიშნავს, რომ თვითღირებულება მომსახურების უფრო მეტად ძვირდება,”-აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

ცნობისთვის, 2023 წლიდან მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში შესაბამისმა ორგანიზაციებმა ნარჩენების შეგროვების პროცესი დაიწყეს. საქმე ეხება ელექტრონული მოწყობილობების, აკუმულატორების, ბატარეების, მეორადი ზეთებისა და მეორადი საბურავების ნარჩენს, რომლის შეგროვებისა და შემდგომ უკვე გადამუშავების ვალდებულება ბიზნესს გასული წლის ივლისიდან წარმოეშვა.