მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნარმანია: ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ტარიფები 2020 წლის ბოლომდე არ გადაიხედება

5db571b23db46
ბექა ბაციკაძე
27.10.19 15:20
1116
"ელექტროენერგიის და წყალმომარაგების ტარიფები 2020 წლის ბოლომდე იმოქმედებს", - ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში სემეკ-ის თავჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ტარიფები 2017 წელს 3 წლის ვადით დადგინდა და 2020 წლის ბოლომდე გადახედვას არ ექვემდებარება.

რაც შეეხება ბუნებრივი გაზის ტარიფებს, მარეგულირებელი კომისია მას მიმდინარე წლის ბოლომდე დაადგენს.

კითხვაზე, რა გავლენა ექნება ლარის გაუფასურებას ბუნებრივი გაზის ტარიფზე, დავით ნარმანია პასუხობს, რომ ეს მასზე მოქმედი ერთ-ერთი ფაქტორია, თუმცა არსებობს ტარიფის შემადგენელი სხვა დადებითი კომპონენტები, მაგალითად, დანაკარგების შემცირება და გასანაწილებელი გაზის ზრდის მოცულობა.

"რასაც მე ვუყურებ, თუ პარამეტრები არ შეიცვალა, ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების რაიმე არსებით ზრდას არ უნდა ველოდოთ", - აღნიშნა ნარმანიამ.

ცნობისთვის: დავით ნარმანია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა თავმჯდომარედ 21 ოქტომბერს აირჩიეს, ოფიციალურად საქმიანობას კი იგი 22 ოქტომბერს 3 წლის ვადით შეუდგა.