8 ივლისიდან საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია „სოკარ ჯორჯია გაზის“, „საორგგაზისა“ და „თელავგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის 6-თვიან საჯარო-ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს.
პროცედურის მიხედვით, სემეკმა წლის ბოლოსთვის კომპანიებისთვის მომავალი 3 წლის განმავლობაში ახალი ტარიფი უნდა დაადგინოს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით BM.GE სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიას ესაუბრა. მისი თქმით, აზერბაიჯანიდან შემოტანილ ბუნებრივ აირზე არსებული ფიქსირებული ფასისა და ლარის კურსის გათვალისწინებით, ბუნებრივი აირის ფასი შემდგომი 3 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, არ შეიცვლება.
„ჩვენ ტარიფს ვადგენთ 3-წლიანი ვადით. არსებული ტარიფი, რომელიც 2022 წლის ბოლომდე შენარჩუნდება, სწორედ ამ ვადით იყო დადგენილი. ამავე ვადით დადგინდება შემდგომი ტარიფიც. დღევანდელი გადმოსახედიდან კი, ვალუტის არსებული კურსისა და აზერბაიჯანიდან შემოტანილი ბუნებრივი აირის ფიქსირებული ფასებიდან გამომდინარე, ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდას არ ველოდებით“, - განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიის მიერ ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის დადგენილი სამომხმარებლო ტარიფები ძალაში 2020 წლის 1 ივლისს შევიდა და 2023 წლის 1 იანვრამდე ნარჩუნდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი