03.აპრილი .2020 21:33

ნარმანია: "სოკარი" კომერციული სექტორისთვის გაზის ფასს ამცირებს

views 538
უკან

"გაზის ფასებზე ტარიფს მარეგულირებელი კომისია არ ადგენს, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით გაზის მომწოდებელი კომპანია სოკარი ამცირებს კომერციული სექტორისთვის მოსაწოდებელი გაზის ფასს”, – ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ “საქმიანი დილის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, კომპანია “სოკარი” წესით დაიჭერს ისეთ კონკურენტულ ფასს, რომელიც შვებას მისცემს კომერციულ სექტორს.

“მთავრობის მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება, შეღავათებთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ეხებათ, ანუ, ოჯახებს და ფიზიკურ პირებს და ის არ ეხება იურიდიულ პირებს. ამიტომაც, იურიდიული პირები, საწარმოები, ორგანიზაციები, რომლებიც არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე რთულ ვითარებაში არიან, რა თქმა უნდა, მათ შეეხებათ ერთის მხრივ ის სტიმულირების პაკეტი, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ორი დღის წინ ისაუბრა.
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების მკვეთრი შემცირებაა, ძალიან დაბალ ნიშნულზეა ნავთობის ფასი, ამას მოჰყვა გაზის ფასების შემცირება. გაზის ფასებზე ტარიფს მარეგულირებელი კომისია არ ადგენს, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გაზის მომწოდებელი კომპანია “სოკარი” ამცირებს კომერციული სექტორისთვის მისაწოდებელი გაზის ფასს.

ისეთ პირობებში, როცა იხსნება ბაზარი ჩვენს ქვეყანაში და სხვა წყაროებიდანაც იქნება შესაძლებელი გაზის შემოტანა, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში “სოკარი” წესით დაიჭერს ისეთ კონკურენტულ ფასს, რომელიც შვებას მისცემს ჩვენს კომერციულ სექტორს", – განაცხადა დავით ნარმანიამ.