04.ოქტომბერი .2020 00:10

NASA კოსმოსში $23 მილიონიან ტუალეტს გზავნის ასტრონავტებისთვის

views 483
უკან

NASA აპირებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე "ნულოვანი გრავიტაციის მქონე ტუალეტი" გაგზავნოს. ტუალეტი სატესტო რეჟიმში იმუშავებს კოსმოსში მანამ, სანამ არ დააკვირდებიან და დაასკვნიან რომ სამომავლოდ ის მთვარის მისიებშიც გამოდგება.

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, NASA-ს ტუალეტი $23 მილიონი ჯდება. ის ერთგვარი ვაკუუმის სისტემით იმუშავებს და უფრო კომფორტული იქნება გამოსაყენებლად ასტრონავტებისთვის წინა მოდელებისგან განსხვავებით. ახალი ტუალეტის სისტემა 45 კილოგრამს იწონის და 71სმ სიმაღლისაა. ამასთან, ის 65%-ით უფრო მცირე ზომის და 40%-ით უფრო მსუბუქია წინა მოდელთან შედარებით.

რაკეტა, რომელსაც ტუალეტი უნდა გადაეტანა კოსმოსურ სადგურზე ხუთშაბათს ვირჯინიიდან უნდა აფრენილიყო, თუმცა, რამდენიმე წუთით ადრე ოპერაცია გაუქმდა ტექნიკური სირთულეების გამო.