მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NASA-მ Artemis-ის ასტრონავტების სკაფანდრების შექმნაზე $3 მლნ დახარჯა

60d0897871a25
ნათია თაქთაქიშვილი
22.06.21 00:31
660
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) მთვარის მისია Artemis-ის ასტრონავტების სკაფანდრების შექმნაზე $3 მილიონი დახარჯა. ახალი სკაფანდრებით ასტრონავტები მთვარის მისიის შესრულებას 2024 წლიდან შეუდგებიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ NASA-ს სკაფანდრების განვითარების ხელმძღვანელის რიჩარდ როდსის თქმით, Artemis-ის მისიის ასტრონავტების ტანისამოსის შექმნისას, დეტალურად გაანალიზებულია მათი კოსტიუმების თითოეული ელემენტი.

„ჩვენი მისიაა ასტრონავტების კოსტიუმები იყოს რაც შეიძლება მსუბუქი და ამავე დროს უზრუნველყოს მათი სათანადო დაცვა ძალიან საფრთხის შემცველ გარემოში მუშაობისას", - განაცხადა როდოსმა.

მისი თქმით, ასტრონავტების კოსტიუმების ზოგიერთი დეტალის გამზადებას რამდენიმე წელიც კი სჭირდება, თუმცა NASA აქტიურად მუშაობს ამ დროის შემცირებაზე, რათა 2024 წელს დაგეგმილი მთვარის მისიისთვის ყველა დეტალი მზად იყოს.