11.თებერვალი .2020 20:40

NASA-მ Boeing-ის კოსმოსურ ხომალდზე ტექნიკური პრობლემები აღმოაჩინა

views 358
უკან

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს NASA-ს უსაფრთხოების გუნდმა Boeing-ის კოსმოსური ხომალდის Starliner-ის დათვალიერებისას ტექნიკური პრობლემები აღმოაჩინა. გუნდი ცდილობს ახსნას, რატომ ვერ მოხერხდა ტექნიკური პრობლემების აღმოჩენა ხომალდის კოსმოსში გაშვებამდე, რომელიც გასული წლის დეკემბერში განხორციელდა. 

როგორც CNN-ი წერს, Boeing-მა იმაზე მეტი დრო მოახმარა ხომალდის შექმნას, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო გათვალისწინებული. კომპანიამ აღნიშნულ პროექტზე მუშაობა SpaceX-თან ერთად 2014 წელს დაიწყო. NASA-მ Boeing-ს და SpaceX-ს 4.2 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო. აშშ-ის კოსმოსური სააგენტო ფიქრობდა, რომ ახალი კოსმოსური ხომალდი მზად 2017 წლისთვის იქნებოდა.

რაც შეეხება SpaceX's Crew Dragon-ს, ხომალდმა საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელა 2020 წლის იანვარში და ახლა NASA-ს თანხმობას ელოდება, ასტრონავტების გადაყვანსთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, გასული წლის 20 დეკემბერს გაშვებული Boeing-ის კოსმოსური ხომალდი Starliner-ი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ვერ დაუერთდა და დედამიწაზე დაბრუნდა.