მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NASA-მ პირველი ელექტრო თვითმფრინავი წარადგინა

5dc91b072bda5
მიხეილ ხაჩიძე
11.11.19 17:30
1543

NASA-მ პირველი ელექტრო თვითმფრინავი წარადგინა. Reuters-ის ცნობით, მოწყობილობის შექმნაზე უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. X-57 Maxwell-ის თვითმფრინავს ვიწრო, მსუბუქი ფრთები აქვს, რომლებიც 14 ელექტროძრავითაა აღჭურვილი. მისი გამოყენება ძირითადად, მოკლე ფრენებზეა მოხდება. პირველი საცდელი ფრენა ცაში მომდევნო რამდენიმე თვეში განხორციელდება.

 

X-57 Maxwell-ს, რომლის შექმნაზეც 2015 წლიდან მუშაობდნენ, რამდენიმე მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა ექნება. აღსანიშნავია, რომ ნასამ ასევე ახლად შექმნილი სიმულატორი წარადგინა, რომელიც მფრინავებსა და ინჟინრებს ფრენის პროცესის გაუმჯობესებაში გარკვეულწილად დაეხმარება და კატასტროფების თავიდან აცილების პრევენციას მოახერხებს.

 

X-57 Maxwell- უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში NASA-ს მიერ შექმნილი პირველი თვითმფრინავია. აშშ-ის საჰაერო ძალების სრულიად პირველი ექსპერიმენტული მოწყობილობება Bell X-1 იყო, რომელიც 1946 წელს შეიქმნა.