მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NASA მარსზე გასაგზავნი რობოტისთვის სახელს არჩევს - კონკურსში მოსწავლეები მონაწილეობენ

5e2964a2c2f7e
BM.GE
23.01.20 23:30
900
NASA ახალი რობოტ-როვერისთვის Mars 2020 Rover, რომელიც მარსზე გაემგზავრება, სახელს არჩევს. სააგენტოს ვებგვერდზე სკოლის მოსწავლეების მიერ შეთავაზებული 9 ვარიანტია გამოქვეყნებული. სასურველი ვარიანტის არჩევა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 27 იანვრამდე შეუძლია. 

თითოეულ სახელს იმ მოსწავლის ესე აქვს დართული, ვინც ეს სახელი წარადგინა, გამარჯვებული კი მარტში გამოვლინდება. სახელწოდების ავტორს შესაძლებლობა ექნება 2020 წლის ივლისში მარსმავლის გაშვებას დაესწროს. 

უსახელო რობოტ-როვერი, რომლის წონაც დაახლოებით 1000 კილოგრამია, მარსზე მიკრობების კვალს მოძებნის. ის წითელი პლანეტის ქანის ნიმუშებს შეაგროვებს, რომლებსაც მომავალში დედამიწაზე ჩამოიტანენ.