მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NASA-ს მათემატიკოსი კეტრინ ჯონსონი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა

5e541fcf92dd7
თამთა ჯიჯავაძე
24.02.20 23:08
2053
Nasa-ს პიონერი მათემატიკოსი კეტრინ ჯონსონი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო „ტვიტერზე“ წერს. ჯონსონმა Nasa-ს თავდაპირველი კოსმოსური მისიებისთვის გამოთვალა რაკეტის ტრაექტორია და დედამიწის ორბიტები.

მისი ბიოგრაფიის შესახებ გადაღებული ფილმი (Hidden Figures) 2016 წლის ოსკარზეც იყო ნომინირებული. ფილმში მოთხრობილია აფრიკელ-ამერიკელი ქალის ისტორია, რომლის მათემატიკის უნარები დაეხმარა ამერიკელ ასტრონავტს 1962 წელს დედამიწის ორბიტის გარშემო გასულიყო.

კეტრინ ჯონსონმა ასევე დიდი როლი შეასრულა ადამიანების მთვარეზე გამგზავრების კუთხითაც.