მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნატახტარი": "2019 წლის ბოლოს გაყიდვების 3%-დან 5%-მდე ზრდა გვექნება"

5d886ef8104c5
ლიკა გურაბანიძე
23.09.19 11:00
1149
„ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორის ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის განცხადებით, 2019 წლის ბოლოს კომპანია გაყიდვების მაჩვენებლის 3%-დან 5%-მდე ზრდას ელოდება.

როგორც ხუნძაკიშვილი განმარტავს, 2018 წელს ლუდის ბაზარი ნაკლებად მომგებიანი იყო, ხოლო წელს ტენდენცია გამოსწორდება და შიდა ოპტიმიზაციის ხარჯზე კომპანიას გაყიდვები გაეზრდება.

„2019 წელი წინა წელთან შედარებით უკეთესია. სამწუხაროდ,  2014 წლიდან ლუდის ბაზარი ქვემოთ წამოვიდა. ეს პროცესი აქციზის მატებით დაიწყო და განკარგვადი შემოსავლის შემცირებით გაგრძელდა.

2018 წელთან შედარებით 2019 წელს ჩვენ გაყიდვების 3%-დან 5-%-მდე ზრდით დავასრულებთ. ამჟამად მონაცემების დამუშავების პროცესში ვართ. გაყიდვების მატების მიზეზი კომპანიის მიერ შიდა ოპტიმიზაცია გახდა",  - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.