მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნატახტარი”: ლუდზე ფასები 3%-დან 5%-მდე გავზარდეთ

609bfeb396536
ლიკა გურაბანიძე
15.05.21 15:30
938

ლუდის ექსპორტი 2021 წლის პირველ კვარტალში 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 13,35%-ით შემცირდა. შემცირებული საექსპორტო მაჩვენებლების ფონზე საინტერესოა, რა ხდება ადგილობრივ ბაზარზე, როცა მთავრობა ეკონომიკის ეტაპობრივ აღდგენაზე საუბრობს.

როგორც ირკვევა, ლუდის ბაზრის მსხვილ და საშუალო მოთამაშეებში მდგომარეობა გასული წლის მსგავსად თითქმის უცვლელია. მეტიც, გაძვირებული ნედლეულის და კომუნალური გადასახადების, ასევე ლარის კურსის არასტაბილურობის ფონზე მწარმოებლებს ლუდზე ფასების კორექტირებაც მოუწიათ.

“ნატახტარის” კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი აღნიშნავს, რომ ლუდის ბაზარი მოცულობით არ შემცირებულა, თუმცა შეიცვალა ის, რომ მაღალი სეგმენტის კატეგორიიდან მომხმარებელი ეკონომკლასის სეგმენტის ლუდის მოხმარებაზე გადავიდა, რაც კომპანიის შემოსავლებზე უარყოფითად აისახა, ეს კი საბოლოო ჯამში ბიზნესს ინვესტიციების განხორციელებაში უშლის ხელს.

“ჩვენი ფასები ლუდზე გაიზარდა, თუმცა ინფლაციურ მაჩვენებელზე მეტად არ გაზრდილა. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში ეს 3%-დან 5%-მდეა. დევალვაციით გამოწვეულ პრობლემას ჩვენ მიერ განხორციელებული ექსპორტით ვაკომპენსირებთ. თუმცა ამაში სხვა პროდუქცია, მათ შორის გამაგრილებელი სასმელებიც გვეხმარება. ჩვენ მდგრად ფასს მცირედი მატებით სწორედ ამის ფონზე ვინარჩუნებთ.” - განმარტა ხუნძაკიშვილმა.

კომპანიის მოლოდინები ეკონომიკის გახსნასთან ერთად ოპტიმისტურია.