მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნატახტარის" კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ირაკლი ლექვინაძის 2-წლიანი მუშაობა შეაფასა

5dc986dd5ac57
თათია ჩაფიჩაძე
11.11.19 20:20
1342
კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე ირაკლი ლექვინაძის 2-წლიანი მუშაობა დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის შუამავლის როლს ახალი კანდიდატიც ეფექტურად ითამაშებს.

"ლექვინაძის მოღვაწეობას ერთმნიშვნელოვნად დადებითად შევაფასებდი, რადგანაც ის იყო ჩვენი წარმომადგენელი ხელისუფლებასთან. მიუხედავად იმისა, რომ დიდ კომპანიებს გვაქვს იმის რესურსი პირდაპირ მივმართოთ ხელისუფლებას, მნიშვნელოვანია ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის არსებობა და მისი გაძლიერება. იცით, რომ ეს არ არის გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო, ეს არის შუამავალი ჩვენსა და ხელსუფლებას შორის, შესაბამისად ეფექტურობა გამოიხატება საკითხების სწრაფად მოგვარებაში და დასკვნების სწრაფად გაკეთებაში, რაც რამდენიმე ასეულ შემთხვევაში წარმატებით გააკეთა ირაკლი ლექვინაძემ, თუმცა, ეს არამარტო ბიზნესომბუდსმენის ოფისის, არამედ ხელისუფლების დამსახურებაც იყო.

ომბუდსმენი ამზადებს რეკომენდაციებს, რომლის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილებები, თუ ხარისხიანი რეკომენდაცია მომზადდება, ცხადია, ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდეს გადაწყვეტილებებზე და იმედს ვიქონიებთ მომავალშიც ასევე წარმატებით გაგრძელდება ეს თანამშრომლობა," - განაცხადა BM.GE-თან საუბრისას ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა და დასძინა, რომ ბიზნესის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება.