მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნათენაძის ღვინო“ ჩინეთის ბაზარზე შედის - როდის გავა პირველი პარტია ექსპორტზე?

63402d459a101
ვიქტორია მღებრიშვილი
07.10.22 21:00
1412
„ნათენაძის ღვინო“ ჩინეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს. ღვინის ექსპორტის განვითარებაზე მესხური ღვინის მწარმოებელმა გიორგი ნათენაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, „ნათენაძის ღვინის“ წლიური წარმადობა 6 000 ბოთლს აღემატება და მისი რეალიზება 9 ქვეყანაში ხდება - აშშ, იაპონია, იტალია, შვეიცარია, ნორვეგია, შვედეთი, გერმანია, ფინეთი. დღეისთვის კი კომპანია მცირე მოცულობის ხარისხიანი, მესხური ღვინით ჩინეთის ბაზარზე შესვლასაც გეგმავს

„ჩინეთიდან ძალიან კარგი შემოთავაზება გვაქვს და ამ მიმართულებით ექსპორტს მალე დავიწყებთ. შედეგად მესხური ღვინო ნატურალური ღვინის ბარებში იქნება წარმოდგენილი, სადაც პრემიუმ კლასის ღვინოები იყიდება. ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე პირველ შეკვეთებსაც მივიღებთ“, - აღნიშნა გიორგი ნათენაძემ.

ჩინეთის ბაზრის პარალელურად, მესხური ღვინის მცირე მარანი აშშ-ს მიმართულებით ღვინის ექსპორტის განვითარებას გეგმავს, რისთვისაც პარტნიორობას აშშ-ში ახალ იმპორტიორთან იწყებს.

„პანდემიის პერიოდში ღვინის გატანა აშშ-ში თითქმის ჩავარდა, თუმცა დღეს უკვე აღდგენის დინამიკით ხასიათდება. ჩვენთვის ძლიერი პარტნიორის პოვნა, რომელსაც დიდი სადისტრიბუციო ქსელი აქვს და მარკეტინგულ კამპანიას აწარმოებს, მნიშვნელოვანია. წელს ამერიკაში ღვინო ახალი პარტნიორობის ფარგლებში გავა. გასულ წელს ექსპორტის მოცულობა 2 000 ბოთლს შეადგენდა“, - აღნიშნა ნათენაძემ.

აღსანიშნია, რომ „ნათენაძის ღვინის“ ძირითადი ნაწილი 85% სწორედ ექსპორტზეა მიმართული. 1 ბოთლი მესხური ღვინის ღირებულება კი 15 ევროდან იწყება.