მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში თურქი ბიზნესმენების შემოსვლა გართულდა" – ოსმან თურანი

5fa03aefeef1e
ანუკა ჯოხაძე
03.11.20 00:00
1347
„საქართველოში თურქი ბიზნესმენების შემოსვლა გართულდა", - ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ოსმან თურანმა მიაწოდა. თურანი ამბობს, რომ მცირე პრობლემები, რომლებიც პანდემიის პირობებში წარმოიქმნა, ყოველდღიურ ურთიერთობებს აფერხებს. პრობლემების შესახებ საქმის კურსშია თავად პრემიერი გიორგი გახარიაც, რომელიც ბიზნესასოციაციებს გასული კვირის მიწურულს შეხვდა.

“თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, შესაბამისად ძალიან ბევრი ბიზნეს პროცესი არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის. აქ არის ყველა სფეროს წარმომადგენელი, როგორც დიდი, ისე საშუალო ბიზნესი. შესაბამისად არის ბევრი ტრანზაქცია, ბუნებრივია, აქ პრობლემებიც უფრო მეტია, ვიდრე სხვა ქვეყნებთან. ბოლო პერიოდში პანდემიის დროს უფრო გამოიკვეთა ის, რომ შემოსული ტრაილერების დიდი რიგები იყო, რაც ვივარაუდოთ, რომ ბუნებრივია. არის მძღოლების ტესტირების მიმართულებით დაგვიანებები.

მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ თვითონ საქართველოში ბიზნეს წარმომადგენლების შემოსვლა გართულდა, რაც მარტიდან მოყოლებული გახშირდა, არ გავა დღე რომ რამდენიმე ზარი არ მივიღო. ჯერ აპლიკაცია უნდა შეავსო, შემდეგ 10 სამუშაო დღე უნდა ელოდო, შემდეგ კი პასუხი ან იქნება არა. ბიზნესმენს სჭირდება გეგმა, პროგნოზირებადი უნდა იყოს გარემო, რომ დაიგეგმოს ეს ადამიანი. თუმცა რომ დაიგეგმოს, მაინც არ აწყობს კარანტინი, რადგან არის მაგალითები, როცა სულ რაღაც ორი დღის საქმე აქვს ბიზნესმენს, შესაბამისად, არალოგიკურია ორი დღისთვის ქვეყანაში 8 დღე გაჩერდე", - ამბობს თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი ოსმან თურანი.