29.ნოემბერი .2019 11:37

ნათია თურნავა - 100 ობიექტის პრივატიზება 2 500 სამუშაო ადგილს შექმნის

views 256
უკან

მთავრობამ სახელმწიფო ქონების პრივატიზების ახალი ტალღა დაანონსა. 117 ობიექტის გაყიდვით ეკონომიკის სამინისტრო 150 მილიონი ლარის გენერირებას გეგმავს. 

პროგრამის პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პროექტის შედეგად 2500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. 

"ჩვენ საპრივატიზაციოდ გამოგვაქვს ობიექტები, რომლებზეც ყველა შეთანხმება უკვე გაფორმებულია, მორგებული არის გრგ-ს, წინასწარ არის შეფასებული და თან ერთვის ჩვენი რეკომენდაცია თუ რა სახის ბიზნესი შეიძლება განვითარდეს ადგილზე. ეს პროექტი არის უპრეცედენტო, თავისი შედეგით. სხვა ყველაფერთან ერთად ეს არის 2500 ახალი სამუშაო ადგილის პერსპექტივა,"- განაცხადა ნათია თურნავამ. 

ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ განთავსებულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ საპრივატიზებო რუკაზე, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს, გაეცნოს სხვადასხვა საინვესტიციო შეთავაზებას და დაინტერესების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში.

საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მოიცავს თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა