მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აუცილებლად დაიწყება

5dfb3d38da868
ინგა მურუსიძე
19.12.19 13:09
1050
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან რაც უფრო მეტი ასეთი რეგიონული პროექტი იქნება საქართველოში, მით უფრო მეტად იქნება ქვეყანა დაცული და უსაფრთხოების ხარისხიც გაიზრდება.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თურნავამ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება, თუმცა სტრუქტურაზე მთავრობა მას შემდეგ იმსჯელებს, რაც ინვესტორს ვადა ამოეწურება.

„როცა ანაკლიასთან დაკავშირებით კითხვას მისვამენ, მე ყოველთვის ვამბობ, რომ მოდი, ბოლომდე დავაცადოთ ოფიციალური, ფორმალური ვადის ამოწურვას, რადგან ინვესტორის უფლებაა, ბოლომდე ისარგებლოს ამ ვადით. რაც შეეხება პროექტის შემდგომ პერსპექტივებს - ერთი რამ ცხადია, პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე. ერთი მხრივ, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისთვის და დერეფნისთვის, ცალსახად გვჭირდება ღრმაწყლოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა, მეორე მხრივ, ეს არის სტრატეგიული პროექტი ჩვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რადგან რაც უფრო მეტი ასეთი რეგიონული პროექტი იქნება საქართველოში, მით უფრო მეტად ვართ დაცულები და ჩვენი უსაფრთხოების ხარისხიც იზრდება. აქედან გამომდინარე, პორტის მშენებლობა აუცილებლად დაიწყება, პროექტი აუცილებლად განხორციელდება, ხოლო რა სტრუქტურით, ამაზე უკვე ვიმსჯელებთ მაშინ, როცა ინვესტორს ოფიციალური ვადა ამოეწურება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.