პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალ პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის ასევე დავამატეთ ბალნეოლოგიური კურორტების კომპონენტი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველო ძალიან მდიდარია ისეთი ადგილებით, სადაც ბალნეოლოგიური ტიპის ტურიზმი შეიძლება განვითარდეს.
„ამ ეტაპზე 20 ლოკაცია გვაქვს შერჩეული და მოგვიანებით, უფრო დაზუსტებით მოგახსენებთ თითოეულ მათგანზე, თუ რა პერსპექტივა გააჩნიათ. მაგრამ ხაზგასმით გეტყვით, რომ ამ მიმართულებას და აქ თანხების დაბანდების მსურველ ბიზნესს მხარში დავუდგებით „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ბალნეოლოგიური კურორტების კომპონენტში სესხის თანადაფინანსების ლიმიტი არასაერთაშორისო ბრენდის ობიექტებზე 200,000 ლარიდან 3 მლნ ლარამდე, საერთაშორისო ბრენდის შემთხვევაში კი - 6 მლნ ლარამდე იქნება. აღსანიშნავია, რომ ბალნეოლოგიური კურორტებზე სასტუმროს აშენებისთვის სესხის თანადაფინანსების ლიმიტი 1 მლნ ლარითაა გაზრდილი.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა