ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სახელმწიფო წილობრივი ენერგეტიკული კომპანიების - „სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და „საქრუსენერგოს“ წლიური ანგარიშები მოისმინა.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შემაჯამებელი ანგარიში კომპანიის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა წარადგინა. კომპანიის მმართველმა მიმოიხილა 2019 წლის განმავლობაში, შიდა ქსელის გაძლიერებასთან და გენერაციის ახალი წყაროების ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებული სამუშაოები, რამაც საქართველოს ენერგოქსელი კიდევ უფრო საიმედო და სტაბილური გახადა.
უჩა უჩანეიშვილმა ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით თუ საკუთრივ სსე-ის პირადი რესურსით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა დასრულების შემდეგ, საქართველო შეძლებს შიდა ენერგეტიკული რესურსით უპასუხოს იმ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რასაც გაზრდილი ელექტროენერგიის მაჩვენებელი იწვევს. კომპანიის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის გაზრდა, რათა შემცირდეს ქვეყნის დამოკიდებულება იმპორტირებულ რესურსზე და შესაძლებელი გახდეს საქართველოში წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანა.
ასევე აღინიშნა, რომ კომპანია 2019 წელს საოპერაციო მოგებით ასრულებს. ანალოგიური შედეგი აქვს კიდევ ერთ მსხვილ სახელმწიფო ენერგოკომპანიას „საქრუსენერგოს“, რომელიც ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 500, 330 და 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, მათ შორის, საქართველოს ენერგოსისტემის დამაკავშირებელ ხაზებს რუსეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან. „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორის ბაჩანა სულაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2018 – 2019 წლებში კომპანიის ელექტრო-გადამცემი ინფრასტრუქტურა გამართულად ფუნქციონირებდა, რის გამოც აღნიშნულ პერიოდში სისტემის საავარიო გამორთვას ადგილი არ ჰქონია. ბაჩანა სულაძის განცხადებით, კომპანიას ფინანსური მაჩვენებლები საშუალებას აძლევს, განახორციელოს პროექტები საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმიდან, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობისა და საიმედოობისთვის, ასევე კომპანიის შემდგომი განვითარებისთვის.
„ელექტროგადამცემი ქსელის მდგრადობა საქართველოს უწყვეტი ენერგომომარაგებისთვის უმნიშვნელოვანესია. ასევე, აუცილებელია აღნიშნულ ინფრასტრუქტურაში დამატებითი ინვესტიციის განხორციელება იმ რეალობის გათვალისწინებით, რომლებიც ქვეყანას აუცილებლად ექნება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გენერაციის ახალი ობიექტები აშენდება, ჩვენი ენერგოსისტემა კი უფრო მეტად ჩაერთვება ევროპის ენერგეტიკულ ქსელში. ამიტომ, ძალიან საგულისხმოა იმის აღნიშვნა, რომ ორივე კომპანია - „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და „საქრუსენერგო“ დღეს ფინანსურად მდგრადი სტრუქტურებია. ორივე კომპანიამ 2019 წელი საოპერაციო მოგებით დაასრულა, რაც კარგი მაგალითია სხვა სახელმწიფო კომპანიებისთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პრეზენტაციების დასრულების შემდეგ.
სამინისტროს ხელმძღვანელობა ანალოგიურად გეგმავს მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პროფილური სახელმწიფო კომპანიების წლიური ანგარიშების მოსმენას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის