14.თებერვალი .2020 12:22

ნათია თურნავა - "ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეფასებები არის სამარცხვინო და უსამართლო"

views 338
უკან

ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეფასებები არის სამარცხვინო და უსამართლო, - ასე ეხმაურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დასავლეთის კრიტიკას და „ბლუმბერგის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას, სადაც სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილს „ჩრდილოვან მმართველს“ უწოდებს.

თურნავამ შეაფასა „ქართული ოცნების“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავება და თქვა, რომ ეს პოზიტიურია.

„ლობისტური კომპანიის დაქირავება მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს, რადგან იმ ზღვა ინფორმაციაში, რაც მიეწოდება დასავლეთს და მთელ მსოფლიოს, ძალიან ბევრი არის არასწორი, უსამართლო და ეს არის ძალიან კარგი, რომ სიმართლე ვუთხრათ მთელ მსოფლიოს იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში. რაც შეეხება შეფასებებს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ეს შეფასებები სამარცხვინო და უსამართლოა, რადგან ბატონი ბიძინა გახლავთ ჩვენი მმართველი პარტიის თავმჯდომარე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.