საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კომპანიების რეფორმას იწყებს. ამაზე საუბარია 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტშიც. 5-სვეტიანი რეფორმის თანახმად, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოთა კომერციალიზაცია, OECD-ს პრინციპებზე დაყრდნობით საწარმოებში დაინერგოს კორპორაციული მართვის სტანდარტები, განისაზღვროს სახელმწიფო საწარმოთა ფლობის პოლიტიკა და რაციონალობა, დაიწყოს საწარმოთა სტრატეგიული მართვა და გაანალიზდეს და შემუშავდეს ნორმები საწარმოთა კონკურენტული ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად.
სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე გადაცემა „Forbes კვირაში“ ჯერ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა, შემდეგ კი - ეკონომიკის მინისტრმა. როგორც ცნობილია, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საპილოტე საწარმოს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა წარმოადგენს.
ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ერთ-ერთი მიზანი გამჭვირვალობის და მდგრადობის ზრდასთან ერთად ისიც არის, რომ სამომავლოდ მათ „კაპიტალის ბაზარზე დაფინანსების აწევა შეძლონ“.
„უკვე მეორე წელია, აზიის განვითრების ბანკთან ერთად სახელმწიფო ელექტროსისტემის კორპორატიზაციაზე ვმუშაობთ. კორპორატიზაცია, თავისთავად მნიშვნელოვანი და სასარგებლო რამაა, რადგან ის უფრო ტრანსფარენტულს ხდის მის მართვას, მაგრამ ეს არაა მხოლოდ თვითმიზანი. მოგეხსენებათ, სახელმწიფო ელექტროსისტემა აქამდე იყო გაკოტრების რეჟიმში, რადგან წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ დიდი სესხები აიღეს ისეთი ხაზების და ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არა დატვირთული 20%-ზე მეტად და ეს კიდევ სხვა გამოწვევაა ჩვენთვის, რომ უკეთესი უტილიზაცია გავაკეთოთ, მაგრამ ეს კომპანია ამ დღეებში გამოვა გაკოტრების რეჟიმიდან და ის უნდა გახდეს თვითმყოფადი, ფინანსურად მდგრადი და მომავალში კაპიტალის ბაზარზე დაფინანსების აწევა შეძლოს“, - განაცხადა მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ ყველა სახელმწიფო საწარმოზე მსგავსი მოლოდინი არ აქვს.
„მე ვერ ვიტყვი, რომ იქნება ათეულობით სახელმწიფო კომპანია, რომელიც საინტერესო იქნება ამ თვალსაზრისით, უმეტესობის პრივატიზაცია უნდა მოხდეს, ზოგიერთის - ლიკვიდაციაც და ეს პროცესი მიმდინარეობს. ათასამდე სახელმწიფო საწარმო იყო და ახლა მხოლოდ 300-ზე მეტია“, - აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის: 2019 წლის მონაცემებით, სახელმწიფო საკუთრებაშია 352 საწარმო, საიდანაც 173 ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია, ხოლო დანარჩენი 179 - ცენტრალურის მფლობელობაში. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური მთავრობის ბალანსზე არსებული საწარმოებიდან ყველაზე მეტი - 134 საწარმო ეკონომიკის სამინისტროს მართვაშია, მეორე ადგილზე კი საპარტნიორო ფონდია მისი მონაწილეობით შექმნილი 28 საწარმოთი, 5 საწარმოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მართავს.
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ