16.მარტი .2020 15:42

ნათია თურნავა: დავალება უკვე გავეცი და საბაგიროების მუშაობა შეწყდება

views 435
უკან

მთავრობამ ზამთრის კურორტებზე სეზონის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საბაგიროების მუშაობის შეჩერებაზე დავალება უკვე გასცა.

„საგანგებო შტაბის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვადაზე ადრე დავხურავთ სეზონს ზამთრის კურორტებზე. დავალება უკვე გავეცი და საბაგიროების მუშაობა შეწყდება, მოხდება ტექნიკის კონსერვაცია და დასაწყობება. შესაბამისად, კურორტები წყვეტენ მუშაობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ზამთრის კურორტებზე სეზონის დახურვა სწორი და აბოსლუტურად გამართლებული ნაბიჯია ვირუსის გავრცელების პრევენციასთან მიმართებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა