მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: 100 საპრივატიზაციო ობიექტის პრეზენტაციას მომავალ კვირას ვგეგმავთ

5db2bb9ed28b7
ლიკა გურაბანიძე
25.10.19 13:30
949
„საინტერესო ობიექტები იქნება, თუმცა კონკრეტული ობიექტების წინასწარ თქმა არ მინდა,“ - ასე უპასუხა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა  ნათია თურნავამ bm.ge-ის კითხვას, რომელიც მთავრობის მიერ დაანონსებული  100 საპრივატიზაციო ობიექტის პრეზენტაციის თარიღს შეეხებოდა. 

როგორც თურნავა აღნიშნავს, ქონება საპრივატიზაციოდ უკვე მზადაა. მინისტრმა ამ ეტაპზე კონკრეტული ობიექტების დასახელებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ 100 საპრივატიზაციო ქონების საჯარო პრეზენტაცია მომდევნო კვირაში გაიმართება.

„100 ქონება გამზადებულია საპრივატიზაციოდ, რაც ჩვენი ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის კარგი შემომატება იქნება.  მომდევნო კვირაში ამის საჯარო პრეზენტაციას ვგეგმავთ. შემდგომში ეს იქნება ისეთი ობიექტები, რომლებიც მომავალში ჩვენ სააუქციონო საიტებზე მუდმივად იტრიალებს და ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს. კონკრეტული ობიექტების წინასწარ თქმა არ მინდა, მაგრამ საინტერესო ობიექტები იქნება", - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 100 საპრივატიზაციო ობიექტის (ქონების) გამოტანა  და ბიზნეს სუბიექტებისთვის შეთავაზება 2019 წლის ივლისში დაანონსა. ამის შესახებ სწორედ ეკონომიკის მინისტრის და "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" წევრ კომპანიებს შორის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. რა ღირებულების ქონებას გამოიტანს სახელმწიფო საპტივატიზაციოდ, ჯერ უცნობია.