მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: 2 წელიწადში ყველაზე მაღალანაზღაურებად დარგებში 3500 სამუშაო ადგილი შეიქმნება

5df736479799c
ინგა მურუსიძე
16.12.19 11:41
953
მომდევნო ორ წელიწადში ყველაზე მაღალანაზღაურებად, პერსპექტიულ დარგებში 3500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პროგრამის სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების დეპარტამენტის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გეგმა ითვალისწინებს თუ როგორ მოიზიდავს ქვეყანა ინვესტიციების ნაკადს.

„ბოლო 7 წლის მანძილზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო წლიური მაჩვენებელი 35%-ით არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით; საქართველოში რეგიონის სხვა ქვეყნებთან და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან შედარებით სამჯერ მაღალია FDI-ის წილი მშპ-ში. ძალიან დამაიმედებელია ბოლოდროინდელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მესამე კვარტლის შედეგები. რაც მთავარია, პრაქტიკულად გაორმაგებულია რეინვესტირებული მოგების მოცულობა. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს - ნდობა საქართველოს ეკონომიკის მიმართ ინვესტორების მხრიდან იზრდება, თუმცა ეს თვითკმაყოფილების საფუძველს არ გვაძლევს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2020 წელს ეს პოზიტიური ტენდენციები გაძლიერდეს. სწორედ ამისთვის შევიმუშავეთ ახალი პროაქტიური სტრატეგია, თუ როგორ მოვიზიდავთ უახლოეს 2 წელიწადში ინვესტორებს და როგორ გავზრდით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადს. ამ სტრატეგიის შედეგად მომდევნო ორ წელიწადში ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად ყველაზე მეტად მაღალანაზღაურებად, პერსპექტიულ დარგებში 3500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.