21.იანვარი .2020 11:23

ნათია თურნავა ამბობს, რომ მთავრობა რუსეთთან ფრენები აღდგენას დადებითად შეხვდება

უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა რუსეთთან ფრენების აღდგენას დადებითად შეხვდება.

ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, თუმცა დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის ფრენების შესაძლო აღდგენაზე ინფორმაცია არ აქვს.

„ჩვენ ყოველთვის დადებითად შევხვდებით იმას, თუ ჩვენი აზრით, სრულიად არარაციონალური შეზღუდვა მოიხსნება და რუსეთთან ფრენები აღდგება. წლის შედეგებმა დაგვანახა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება, მათ შორის რუსი ტურისტებიც ჩამოდიან სხვა გზებით, სახმელეთო გზით ან არაპირდაპირი ფრენებით. მათ, მართალია, გაურთულდათ ჩამოსვლა, მაგრამ მაინც ჩამოდიან, რაც ნიშნავს, რომ ის საბაბი, მიზეზი, რის გამოც აკრძალვა მოხდა ანუ უსაფრთხოების თემები აღარაა დღის წესრიგში. თვითონ რუსი ტურისტები ჩამოდიან და ადასტურებენ, რომ მათთვის საქართველო უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა. აქედან გამომდინარე, მე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ საღი აზრიდან გამომდინარე მოლოდინი მაქვს, მიხვდებიან, რომ ამ შეზღუდვას არანაირი აზრი არ აქვს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა