30.სექტემბერი .2019 13:09

ნათია თურნავა: ავიღეთ ვალდებულება, რომ გაისად დავაჩქაროთ პრივატიზების ტემპი

views 601
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავას განცხადებით, სამინისტროს ერთ–ერთი პრიორიტეტი 2020 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზების ტემპის დაჩქარებაა. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

"პრივატიზება არის ჩვენი ერთ–ერთი პრიორიტეტი და გზა იმისა, რომ მეტი სახელმწიფო ქონება და აქტივი ჩაერთოს ეკონომიკაში და ეკონომიკური ზრდა დაჩქარდეს.

წელს ჩვენ დაგეგმილი გვქონდა 60 მლნ ლარი პრივატიზებიდან და ეს გეგმა უკვე პრაქტიკულად შესრულებულია და ჩვენ გადაჭარბებაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ გაისად დავაჩქაროთ პრივატიზების ტემპი და გავზარდოთ პრივატიზებიდან ბიუჯეტში შემოსავლები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ობიექტი, განსაკუთრებით რეგიონებში, ასევე უწყებრივი მიმართულებით, რომელსაც სჭირდება უფრო ყაირათიანი, ეფექტიანი განკარგვა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კუთხით მიდგომები გავამკაცროთ", – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, 73 მილიონი ლარი უკვე არის მიღებული პრივატიზებიდან და წლის ბოლომდე 100 მილიონ ლარამდე პრივატიზების მაჩვენებლის ზრდა, სავსებით რეალისტურია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა