20.აგვისტო .2020 14:34

ნათია თურნავა: ახალი ინიციატივა "სახელმწიფო შენი პარტნიორია" დამწყებ მეწარმეებს განვითარებაში დაეხმარება

views 274
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ახალი პროგრამის, "სახელმწიფო შენი პარტნიორიას" პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ის დამწყებ მეწარმეებს განვითარებაში დაეხმარება. თურნავას თქმით, ამ პროგრამის შექმნაზე მისი უწყება მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად გასული თვენახევრის განმავლობაში მუშაობდა. 

"ძალიან ეფექტური ინიციატივაა - სახელმწიფო შენი პარტნიორია. ეს ინიციატივა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც არ მოგვასვენა სამი სამინისტრო და ძალიან ეფექტურად, პრაქტიკულად თვენახევრის განმავლობაში განგვახორციელებინა ეს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

ყველა ჩვენი მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა მიმართულია იქით, რომ ადამიანებმა იცხოვრონ უკეთესად, ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი, დასაქმდნენ და დაასაქმონ სხვები. პროგრამები ამ მიმართულებით ძალიან კარგად მუშაობს. პროგრამის აწარმოე საქართველოში ფარგლებში უკვე 600-მდე მცირე და საშუალო საოჯახო სასტუმრო არის შექმნილი სწორედ ჩვენი მხარდაჭერით, სადაც 19 ათასამდე ადამიანი დასაქმდა. ასევეა მიკროგრანტების პროგრამაც და ა.შ.“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მთავრობის მიზანია, რომ პროგრამების მეშვეობით მეწარმეობა განვითარდეს არა მხოლოდ თბილისში, არამედ სოფლად, მაღალმთიან რეგიონებში და ა.შ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა