24.ოქტომბერი .2019 13:16

ნათია თურნავა "ბიზნესის კეთების" 2020 წლის რეიტინგში საქართველო კვლავ რჩება ლიდერებს შორის

ნათია თურნავა
views 753
უკან

მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების" 2020 წლის რეიტინგში საქართველომ ქულების მიხედვით ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რეიტინგში საქართველოს ქულამ 83.7 ქულა შეადგინა, რაც ისტორიულად მაღალი ქულაა ქვეყნისთვის.
ამასთან, 2020 წლის „ბიზნესის კეთების" რეიტინგის მიხედვით, საქართველო კვლავ რჩება ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერად 23 ქვეყანას შორის.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რეიტინგში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა რამდენიმე ინდიკატორში, მათ შორის როგორიც არის ბიზნესის დაწყება, მშენებლობის ნებართვები, გადასახადების გადახდები, ვაჭრობა საზღვრებს მიღმა და სხვა.

„რაც შეეხება რეიტინგში ადგილს, იცით, რომ ქულის გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველო მეშვიდე პოზიციაზეა და უნდა ითქვას, რომ აშშ-მა გაგვასწრო ერთი ადგილით. ასე რომ, დღესდღეობით, კონკურენციაში ვინ არის უფრო გახსნილი და თავისუფალი - აშშ-ი თუ საქართველო, ეს არის აშშ-ი, მაგრამ ჩვენი ქულა არის გაუმჯობესებული და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. ჩვენ ვრჩებით ლიდერებს შორის", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა