“დარწმუნებული ვარ, ბიზნესს დასჭირდება ძალიან სერიოზული მხარდაჭერა”, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა “Forbes კვირაში“ სტუმრობისას წამყვანის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მთავრობის მხრიდან ბიზნესის სტიმულირების შესაძლო პაკეტებს შეეხებოდა, რაზეც ბოლო პერიოდში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც ზოგად გზავნილებს აჟღერებს.
„ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებები დეტალიზაციის გარეშე ასახულია „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში, რადგან, პრაქტიკულად, ჩვენი გეგმები ჩვენი საარჩევნო გუნდის პროგრამაა. უახლოეს მომავალში მთავარი ამოცანა იქნება სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდა, რადგან კოვიდმა ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენა. მიუხედავად ამისა, საშუალოვადიანი ამოცანაა, გავზარდოთ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა და ორიენტირებულები ვიყოთ უფრო ეფექტურ, კაპიტალტევად ინვესტიციებზე და არა მხოლოდ შრომატევად ინვესტიციებზე, რადგან ხარისხიანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა გვინდა; მაგალითად, IT ტექნოლოგიები არის ხარისხიანი ინვესტიციის და ზრდის მაგალითი“, - აცხადებს მინისტრი.
მისივე თქმით, როგორც მცირე და საშუალო, ისე მსხვილი ბიზნესისთვის ყველაზე მთავარია სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს არსებობა ქვეყანაში, რათა განჭვრიტონ და სწორად დაგეგმონ მომავალი და მთავრობა ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„ამ თვალსაზრისით, ბოლო რამდენიმე წელია ჩვენი ბიზნესი განებივრებულია, რადგან ჩვენი და არა მარტო ჩვენი - სსფ-ის შეფასებითაც მივიჩნევით ქვეყნად, რომელმაც დაადასტურა თავისი ეკონომიკის სიძლიერე გარე შოკების მიმართ და მაკროეკონომიკური სტაბილურობა“, - აღნიშნა მინისტრმა.
ბიზნესის სტიმულირების პროგრამებზე საუბრისას ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებს, რომელიც ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობისკენაა ორიენტირებული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?