03.ოქტომბერი .2019 11:04

ნათია თურნავა: ბიზნესთან გვექნება შეხვედრა თუ რომელი რეგულაცია შეიძლება გამარტივდეს

views 255
უკან

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სამინისტრომ პრემიერ-მინისტრისგან მიიღო დავალება, რომ უწყებამ ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართოს შეხვედრები. თურნავას თქმით, ამ შეხვედრებზე ბიზნესგარემოს განვითარების შესახებ იქნება მსჯელობა, უფრო კონკრეტულად კი, განიხილავენ ბარიერების გამარტივებისა და რეგულაციების შერბილების შესაძლებლობას.

კითხვაზე თუ რომელი რეგულაციების გამარტივების შესაძლებლობა არებობს, ნათია თურნავა კონკრეტული მიმართულებების დასახელებისგან თავს იკავებს.

“მე მინდა გითხრათ, რომ ყველა დარგს აქვს თავის სპეფიციკა. მზად ვართ, თითოეული სექტორის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ მოგახსენოთ, რა დასკვნებამდე მივდივართ, რა პრობლემების იდენტიფიკაცია ხდება და როგორ ვაპირებთ გავამარტივოთ ეს რეგულაციები. არ იქნება სწორი, რომ მთლიანობაში ვისაუბროთ. მთლიანობაში  მინდა, ერთი რამ შეგახსენოთ, რომ გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის ახალი რეიტინგი, რომლის მიხედვითაც საქართველო დაწინაურდა ბიზნესის გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით. შეგახსენებთ, რომ 183 ქვეყანას შორის ვართ 18-ე ადგილზე. ეს არის კორუფციასთან ბრძოლის გაზრდილი ხარისხი და არის კიდევ მარტივი რეგულაციები და გამჭვირვალობა. თუმცა, აქაც არის გარკვეული რესურსები, სადაც ჩვენ შეგვიძლია პოზიცია კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან სასარგებლო შეხვედრა იქნება", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

გიორგი გახარიამ მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემცირებით საბანკო სისტემაში გამოთავისუფლებული $700 მილიონის საკრედიტო რესურსის შესახებ მინისტრებმა ბიზნესის წარმომადგენლებთან უნდა გამართონ შეხვედრები და მათ აღნიშნული ცვლილების მნიშვნელობის შესახებ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა