„პირველ რიგში, საგანგებო საკარანტინო რეჟიმის შემოღება კეთდება იმისთვის, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ადამიანები დავიცვათ ვირუსის გავრცელებისგან და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უფრო ეფექტურად გავატაროთ პრევენციის ღონისძიებები“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის მიერ ამ მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმის შემოღების
თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
ნათია თურნავამ დღეს გამართული უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ასევე ისაუბრა საკარანტინო რეჟიმის პირობებში ეკონომიკური საქმიანობის შესახებ.
მინისტრის ინფორმაციით, საკარანტინო რეჟიმის მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე, დროებით ჩერდება მთელი ეკონომიკური საქმიანობა კონკრეტულად ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, გარდა ისეთი საქმიანობისა, რომელიც დაკავშირებულია სასურსათო და მედიკამენტებით უზრუნველყოფასთან.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გარკვეული, დადგენილი წესების დაცვით ფუნქციონირებას გააგრძელებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საწარმოები.
მისივე განმარტებით, დღის ბოლომდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად
მომზადდება კონკრეტული ჩამონათვალი, თუ რომელი საწარმოები გააგრძელებენ ფუნქციონირებას ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.
„შემიძლია გითხრათ, რომ შეუფერხებლად გააგრძელებენ ფუნქციონირებას გარკვეული დადგენილი წესების დაცვით ის საწარმოები, რომლებიც დაკავშირებულია კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან - ეს არის ენერგეტიკა, წყალმომარაგება, გაზის მიწოდება. სამრეწველო საწარმოები, მათ შორის წიაღის მოპოვება - გადამუშავებასთან დაკავშირებული და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული საწარმოები. უფრო დეტალური ჩამონათვალი ამ ორი მუნიციპალიტეტისთვის დღეს გამოქვეყნდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ასევე არანაირი შეფერხება არ ექნება მედიცინას, კავშირგაბმულობას, ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობას.
„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ორ მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად განხორციელდეს ყველანაირი პრევენციული სამუშაოები, ხელიშეწყობა იქნება მაქსიმალური და მოსახლეობას არ შეექმნება რაიმე განსაკუთრებული პრობლემები“, - აღნიშნა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის