მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: ჩვენ უნდა მოვხსნათ ყველა ის წინაღობა, რაც ქართულ ბიზნესს აქვს ინვესტიციებისკენ სავალ გზაზე

5d976d050b434
თელარა გელანტია
04.10.19 20:30
825
პრემიერ-მინისტრისგან ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებმა და პირველ რიგში, ეკონომიკის სამინისტრომ, მივიღეთ კონკრეტული დავალება, გავააქტიუროთ კომუნიკაცია ბიზნესთან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემაში „მაესტროს ბიზნეს თაიმი" საუბრისას განაცხადა,

მინისტრის თქმით, კომუნიკაცია უნდა მოხდეს არა ზოგადად ბიზნესთან, არამედ კონკრეტულ სექტორებთან, გამოიკვეთოს ის ძირითადი გამოწევები, რაც დღეს ბიზნესს უდგას და მოინახოს მათი გადაწყვეტის გზები.

„ჩვენ უნდა მოვხსნათ ყველა წინაღობა, რაც ქართულ ბიზნესს ეღობება ინვესტიციების განხორციელების გზაზე. ჩვენი სამინისტრო თავისი ფუნქციიდან გამომდინარე უნდა იყოს ქართული წარმოების დამცველი, ქომაგი და ლობისტი და ჩვენ ვამბობთ, რომ შევასრულებთ ამ საპატიო მისიას. სწორედ ამ მიზნით, მომავალი კვირიდან, ვიწყებთ შეხვედრებს ბიზნესთან. პირველი შეხვედრა გაიმართება ყველა წამყვანი ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელობასთან, რომელთაც გვინდა ვთხოვოთ, რომ წარმოადგინონ ის მთავარი 3-4 პრობლემა, რომელიც მათ წევრ-კომპანიებს აწუხებთ. ამის მერე კი უკვე დარგებს შევხვდებით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.