30.სექტემბერი .2019 13:39

ნათია თურნავა: ჩვენი ყურადღების ცენტრში გაისად ბაკურიანი იქნება

views 287
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მომავალ წელს ტურიზმის, განსაკუთრებით სამთო კურორტების მიმართულებით მნიშვნელოვანი განვითარება იგეგმება. ამის შესახებ მან მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენი ყურადღების ცენტრში გაისად იქნება პირველ რიგში, ბაკურიანი, სადაც 2023 წელს იგეგმება მსოფლიო ჩემპიონატი „ფრისტაილში“. ჩვენ იქ წელს ახალი საბაგიროების მშენებლობა დავიწყეთ, რაც გაისად დასრულდება, გარდა ამისა, შეიქმნება მიმდებარე, ახალი სასრიალო არეალი და ყველა თანდართული ინფრასტრუქტურა განვითარდება. ეს იქნება ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურა, რაც კარგ პირობას შეუქმნის კეძო ბიზნესს ტურისტული ობიექტების განვითარებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ 2020 წელს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პროექტები უფრო მიზნობრივი გახდება.

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ჩვენ გავაგრძელებთ მცირე ბიზნესის მხარდაჭერას ყველა ფინანსური და არაფინანსური ინსტრუმენტის ჩათვლით. აქ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს დავალება პრემიერისგან და გავაძლიერებთ პროგრამების ეფექტურ მართვას, გავხდით უფრო მიზნობრივს, საჭიროებებზე უფრო ადრესირებულს, დარგობრივ პრიორიტეტებს გამოვყოფთ და ჩვენი ამ დახმარების ძირითადი ადრესატი უნდა იყოს სწორედ მცირე ბიზნესი“, – აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა