მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ხვალ პარლამენტში მიდიან - თემა "ნამახვანჰესია"

604603f1cb83d
ინგა მურუსიძე
08.03.21 14:57
890
ხვალ, პარლამენტში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილს მოუსმენენ. საქმე ეხება საქართველოს 10 135 მოქალაქის მიერ პარლამენტში წარდგენილ პეტიციას „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“.

აღსანიშნავია, რომ პეტიციის ავტორები "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვდნენ, თუმცა დოკუმენტი 2021 წლის 7 თებერვალს გასაჯაროვდა, როცა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტმა" ხელშეკრულება მოიპოვა და გამოაქვეყნა.

ეკონომიკური პროფილის მინისტრებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმენენ.

შეგახსენებთ: პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ნათია თურნავას და ლევან დავითაშვილს "ნამახვანჰესთან" დაკავშირებულ კითხვებზე საპასუხოდ პარლამენტში მისვლისკენ ჯერ კიდევ 4 მარტს მოუწოდა;  5 მარტს კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა.

ცნობისთვის: 28 თებერვალს ქუთაისში, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა ნამახვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.