მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: დღეს გამოწვევაა, რომ პრივატიზების ტემპი მაღალ დონეზე შევინარჩუნოთ

5eb7b66b0d1b9
შოთა ტყეშელაშვილი
10.05.20 12:06
1286
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა “Forbes-ის კვირაში” განაცხადა, რომ მთავრობა არსებული ვითარებიდან გამომდინარე პრივატიზაციის გეგმას გადახედავს. მინისტრის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ უკვე მარტის თვის განმავლობაში ამ მიმართულებით ინვესტორების შემცირება შეიმჩნეობა, სახელმწიფო მაინც განიხილავს პრივატიზების მხრივ უფრო “აგრესიული” ნაბიჯების გადადგმას.

“შეგახსენებთ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს წარვადგინეთ პროექტი 100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს. ამ პროგრამამ საკმაოდ გაამართლა. 100 ობიექტიდან დაახლოების 70 გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა რაც ეს პროგრამა დავიწყეთ. ჯერ კიდევ პირველ კვარტალში ჩვენი საპრივატიზებო შედეგები იყო მზარდი. პირველ ორ თვეში გასამმაგებული არის პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავალი.

თუმცა, რა თქმა უნდა, კორონავირუსთან ერთად დაეცა საპრივატიზაციო აქტივობაც. დღეს ჩვენი გამოწვევაა, რომ იგივენაირად მაღალ დონეზე შევინარჩუნოთ ეს ტემპი და უფრო მეტად აგრესიულად წავიდეთ პრივატიზებაში. ჩვენ ამ საკითხზე ვიკრიბებით პერიოდულად პრემიერ-მინისტრთან და პრივატიზების გეგმას მივუსადაგებთ არსებულ რეალობას. იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური კრიზისია და ველით 4%-იან შემცირებას, ნაცვლად 5%-იანი ზრდისა,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის პირველ კვარტალში პრივატიზაციის შედეგად ბიუჯეტში 43, 633, 544 ლარი შეიტანა. პირველი სამი თვის გეგმა 32,500,000 ლარი იყო.


ნათია თურნავა Forbes-ის კვირაში: