მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: დღეს საქართველოში აზერბაიჯანული კაპიტალით 700-ზე მეტი კომპანია საქმიანობს

5e414c0d71b5c
ინგა მურუსიძე
10.02.20 17:38
1047
დღეს საქართველოში აზერბაიჯანული კაპიტალით 700-ზე მეტი კომპანია საქმიანობს, - ინფორმაცია ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აზერბაიჯანელ კოლეგასთან მიქაილ ჯაბაროვთან შეხვედრის დროს გააჟღერა.

როგორც bm.ge-ის ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მინისტრებმა და მათმა თანმხლებმა პირებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობები და ყურადღება ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილეს, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ინვესტიციები, ტურიზმი და ა.შ.

„დღეს, როგორც არასდროს, საქართველო-აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა. აზერბაიჯანი ტრადიციულად ლიდერობს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში. ჩვენ ვახორციელებთ ბევრ ერთობლივ ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და ბიზნეს პროექტს. დღეს საქართველოში აზერბაიჯანული კაპიტალით 700 - ზე მეტი კომპანია საქმიანობს და ძალიან კარგი პირობებია შექმნილი როგორც ერთობლივი ბიზნეს საქმიანობისთვის, ასევე აზერბაიჯანული ბიზნესისთვის საქართველოში,“ - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, „თუ ჩვენი ქვეყნები გააერთიანებენ ძალისხმევას საერთო კორიდორის კონკურენტუნარიანობის გაზრდის კუთხით, ეს ორივე ქვეყანას სიკეთეს მოგვიტანს,“ - განაცხადა მან.

შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე განიხილეს სხვა პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც აქტუალური იქნება საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობათა კომისიის სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართება.