06.მარტი .2020 10:38

ნათია თურნავა დღეს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

views 513
უკან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორც bm.ge-ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს ტურისტული სექტორის წინაშე კორონავირუსის ფონზე არსებული გამოწვევები და მათი დარეგულირების საკითხები.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სექტორი, მათ შორის სასტუმროები, მთავრობას დახმარებას სთხოვენ. ისინი კორონავირუსის გამო შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით შემცირებული ტურისტების გამო ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ. სექტორი მთავრობას ბანკებთან და კომუნალურ საგადასახადო კომპანიებთან შუამდგომლობას სთხოვს, რომ ან გადასახადების გადახდა გადაუვადდეთ, ან პროცენტი გადანაწილდეს.

შეხვედრაში, რომელიც დღეს, 15:00 საათზე, ეკონომიკის სამინისტროში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.