მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: ძალიან დიდი იმედი და რწმენა მაქვს, რომ ლარი განაგრძობს გამყარებას

5def7f6026bcb
ინგა მურუსიძე
10.12.19 15:23
848
„მე ძალიან დიდი იმედი და რწმენა მაქვს, რომ ლარი განაგრძობს გამყარებას“, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბოლო დღეების განმავლობაში ლარის გამყარების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ლარის გამყარება არის შედეგი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის, რომელშიც ეროვნულ ბანკი თავის მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს.

„ლარის გამყარება ეს არის ფაქტი, მიმდინარე პროცესი. მე ძალიან დიდი იმედი და რწმენა მაქვს, რომ ლარი განაგრძობს გამყარებას. ეს არის შედეგი ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის, რომელშიც ეროვნულ ბანკი თავის მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს, მაგრამ არა - მხოლოდ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ შევაკავოთ ინფლაცია და ამას ვაკეთებთ წარმატებით და რასაც მალე იგრძნობს მოსახლეობა. მეორე მხრივ, იმისთვის, რომ არ შეფერხდეს ეკონომიკური ზრდა, ვაჩქარებთ პრივატიზაციას, ასევე წიაღისეულის ლიცენზირებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის: 10 დეკემბრის ვაჭრობა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარებით დაიწყო. ამჟამად Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.89 ლარს შეადგენს, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია.