საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა FDI-ის მოზიდვის ახალ ტაქტიკაზე მუშაობს.
ამის შესახებ მინისტრმა გადაცემა “Forbes კვირაში“ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიაზე საუბრისას განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ახალ ტაქტიკაზე მუშაობისას ერთ-ერთი არჩევანი ლოკაციების კონსულტანტებზე/სკაუტებზე შეაჩერეს, რომლებიც აშშ-დან და ევროპიდან უკვე გვსტუმრობდნენ.
ლოკაციების სკაუტები ანუ ლოკაციების კონსულტანტები არიან სხვადასხვა საკონსულტაციო კომპანიების მიერ დაქირავებული პირები, რომლებიც საკუთარ კლიენტებს უცხოეთში ინვესტირებისთვის ანალიტიკურ სერვისებს სთავაზობენ.
"ეს არის საერთაშორისო კომპანიები, ვინც რჩევას აძლევს თავის კლიენტებს თუ სად გახსნან ახალი ოფისები და სად ჩადონ ინვესტიციები. საქართველო გაჩნდა მათ რუკაზე. სკაუტებთან გვაქვს აქტიური შეხვედრები - უკვე იყვნენ ჩამოსულები აშშ-დან, ბელგიიდან და ისინი ამბობენ, რომ საქართველოს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს მიუხედავად რთული რეგიონალური მდებარეობისა. ესაა FDI-ის მოზიდვის პროაქტიური სტრატეგია. სიახლეა ისიც, რომ ჩვენი მიზანია არა მხოლოდ კონკრეტულ ინდუსტრიებზე ვიყოთ ორიენტირებული, რომელიც მეტ სამუშაო ადგილებს შექმნის, არამედ ამ ინდუსტრიების ბრენდებსა და ლიდერებზე“, - აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ: 2020 წლის პირველ და მეორე კვარტალში ჯამურად $409.6 მილიონის ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით $140.7 მილიონი დოლარით ანუ 25.56%-ით ნაკლებია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?