27.სექტემბერი .2019 20:05

ნათია თურნავა: გაჟღერდა, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან შესაძლოა, შემოდგომაზე აღდგეს

views 575
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები, როგორც გუშინ, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გაჟღერდა, შესაძლოა, ნოემბერში აღდგეს. ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

"პირველი დადებითი ინფორმაცია, რაც პარალელურად გაჟღერდა, იყო ის, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლოა, უკვე ამ შემოდგომაზე აღდგეს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე მოხდება, ამის წინაპირობებს ჩვენ უკვე ირიბად ვხედავთ. დასახელდა ნოემბერი, ვნახოთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება პოზიტიური ნაბიჯი.

ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ სანქიეცბმა, რომელიც 20-21 ივნისის პროვოკაციას მოჰყვა, ძალიან სერიოზულად დააზარალა საქართველო. მაკროჭრილშიც იყო სერიოზული მოლოდინი, რომ ეს დაგვარტყამდა, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 1%–ით შემცირდებოდა და ზოგადად საუბარია, რომ სულ მცირე 300 მლნ დოლარი გამოაკლდა საქართველოს სავალუტო ნაკადები, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის", – განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ რუსული ავიასანქციები ძირითადად მცირე ბიზნესზე აისახა უარყოფითად.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა